სტანო: მოვუწოდებთ ლიდერებს, უპასუხონ ხალხის მოლოდინს, არ გადაიყვანონ ქვეყანა EU-ის გზიდან

“EU მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, უპასუხონ მოქალაქეების მოლოდინს და არ გადაიყვანონ ქვეყანა ევროკავშირის გზიდან” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ფორმულას მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ფორმულას შეკითხვა ეხებოდა რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტში გასულ კვირას მიიღეს.
პიტერ სტანოს თქმით, EU-მა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული ბერკეტად სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.