სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის შეხვედრა მიმდინარეობს

სტამბოლში სა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს შეხვედრა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყო.
ცნობისთვის, ერდოღანისა და „ჰამასის“ ლიდერის ბოლო შეხვედრა 2023 წლის ივლისში შედგა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა ჰანიესა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

ასევე დაგაინტერესებთ