სტამბოლში მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა

სტამბოლში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ქალაქის მერის, თურქეთის პრეზიდენტის ს მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად. ეს იყო ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში, იუწყება Reuters-ი.

დემონსტრანტები მომიტინგეები ქალაქის აზიური ნაწილის, მალთეფეს რაიონის სანაპიროზე შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ თურქეთის დროშები და პლაკატები ქემალ ათა თურქის გამოსახულებით. ერთ-ერთ მათგანს ეწერა: „თუ სამართალი გაჩუმდება, ხალხი ილაპარაკებს“.
იმამოღლუს გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ორგანიზებით გაიმართა. აქციაზე წაიკითხეს იმამოღლუს წერილი: “მე არ მაქვს შიში, თქვენ ჩემს უკან და
ჩემს გვერდით ხართ. მე არ მეშინია, რადგან ერი ერთიანია მჩაგვრელის წინააღმდეგ”, – ნათქვამია წერილში.

გასულ კვირაში იმამოღლუს დაკავებას მრავალათასიანი დემონსტრაციები მოჰყვა თურქეთის ბევრ ქალაქში. საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო, მაგრამ დააკავეს 2000-მდე ადამიანი.

მთავარმა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ (CHP), სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, უფლებადამცველებმა და დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ იმამოღლუს წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიზებული მცდელობა, რომ ერდოანს მომავალ არჩევნებში კონკურენტი ჩამოაშორონ.

დემონსტრანტები იმამოღლუს გათავისუფლებასთან ერთად მოითხოვდნენ ერდოანის გადადგომას.

თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ექრემ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა დაპატიმრების შემდეგ.
54 წლის იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც.
ფორუმი