სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო

თურქეთის ქალაქ სტამბოლში -ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტის, ს რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარეობს.
უკრაინულ მხარეს წარმოადგენენ თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელია, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.
ამერიკული მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი და აშშ-ის ელჩი თურქეთში, ტომ ბარაკი. თურქულ მხარეს მოლაპარაკებებში წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ კალინი.
სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის წარმომადგენლები ს დელეგაციასთან გამართავენ მოლაპარაკებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან