სტამბოლის აეროპორტებიდან წლის I კვარტალში 27 მლნ-ზე მეტმა მგზავრმა იფრინა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სტამბოლის აეროპორტებიდან 27 მილიონ 104 ათას 54 მგზავრმა იფრინა.
სტამბოლისა და საბიჰა გოკჩენის აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
მგზავრთა რაოდენობის ზრდამ ასევე დადებითად იმოქმედა ავიაკომპანიების ბალანსზე. ზრდა სავარაუდოდ გაგრძელდება უახლოეს თვეებში ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად.
სტამბოლის აეროპორტმა მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში სულ 17 მილიონ 671 ათას 971 მგზავრს უმასპინძლა. ამ აეროპორტში იანვარ-მარტის პერიოდში შიდა ხაზებით 3 მილიონ 558 ათას 813 მგზავრმა იფრინა, საერთაშორისო ხაზებით კი 14 მილიონ 113 ათასმა 158 მგზავრმა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სტამბოლის აეროპორტში 16 მილიონ 237 ათას 909 ადამიანმა იფრინა.
დათვლილია, რომ სტამბოლის აეროპორტში გასულ წელთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 1 მილიონ 434 ათას 62-ით ანუ 9 პროცენტით გაზარდა.
საბიჰა გოკჩენის აეროპორტიდან იანვარ-მარტის პერიოდში სულ 9 მილიონ 432 ათას 83 მგზავრი გაფრინდა, შიდა ხაზებზე – 4 მილიონ 294 ათას 968, საერთაშორისო ხაზებზე – 5 მილიონ 137 ათას 115.
აეროპორტში, სადაც გასული წლის პირველ კვარტალში სულ 7 მილიონ 728 ათას 44 მგზავრი ჩავიდა, აღნიშნულ პერიოდში მგზავრების რაოდენობა 1 მილიონ 704 ათას 39 ადამიანით (22 პროცენტით) გაიზარდა.
სტამბოლის ორ აეროპორტში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სულ 27 მილიონ 104 ათას 54 მგზავრს უმასპინძლეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მგზავრთა საერთო რაოდენობა 23 მილიონ 965 ათას 953 იყო.
გასულ წელთან შედარებით სტამბოლის აეროპორტებმა მგზავრთა რაოდენობა 3 მილიონ 138 ათას 101-ით ანუ 13 პროცენტით გაზარდეს.