2025 წლის 26 სექტემბერს, ჩატარებული შეფასების შედეგად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „ბანკი ქართუს“ გაუმჯობესებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა.
ეს საერთაშორისო აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბანკისთვის. ბანკმა ქართუმ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და გააუმჯობესა თავისი რეიტინგი, რაც პირდაპირ მოწმობს, როგორც შიდა მართვის მაღალი ხარისხის ეფექტიანობას, ისე ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და გრძელვადიან მდგრადობას. აღნიშნული შედეგი ასახავს ორგანიზაციის უნარს, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე საბანკო სექტორის გამოწვევებს და განაგრძოს განვითარება სტრატეგიული მიზნების შესაბამისად.
საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს არამხოლოდ ბანკის წარმატების აღიარებას, არამედ ასევე ზრდის მის სანდოობას ინვესტორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებში.
რეიტინგის ამაღლება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
· ბანკის აქტივების ხარისხის გაუმჯობესება
· ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდა
· მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლები
ეს მიღწევა ბანკის გუნდის პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას ასახავს, რაც მისი გრძელვადიანი მდგრადობისა და განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხ. https://www.spglobal.com/ratings/en/regulatory/article/-/view/sourceId/101648212
სს „ბანკი ქართუ“ უკვე 30 წელია ოპერირებს ქართულ საბანკო ბაზარზე კორპორატული ბანკის სტატუსით. ბანკის მისია დაარსების დღიდან უცვლელია — ხელი შეუწყოს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას.
ბანკი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტების დაფინანსებაში, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის როლს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში.
ბანკი გამოირჩევა როგორც კლიენტებზე, ისე თანამშრომლებზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომით. მისი გუნდი შედგება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან, რომლებიც მუდმივად მუშაობენ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე.
