სსე: წინასწარი მონაცემებით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გადამცემ ხაზზე ხანძარი გახდა

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაში აცხადებენ, რომ 19 აპრილს, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ხანძარი გახდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი”, რის გამოც დენის მიწოდება შეუწყდა მომხმარებელთა 90%-ს.
“19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი”. წინასწარი მონაცემებით ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა.
ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები. გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება”, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი შეფერხება იყო 10 დღის წინ, 9 აპრილსაც. მაშინ ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათის შუალედში აღდგა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია