სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 690-ე დღეს, კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში, საჰაერო განგაში ისმოდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 690-ე დღეს, კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში, საჰაერო განგაში ისმოდა. დღის განმავლობაში 61 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ბოლო 24 საათში, 840 ადამიანი დაკარგეს. ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და მიკოლაივის 120-ზე მეტი დასახლება, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ თუკი კონგრესში “რესპუბლიკელები” უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდებათ.
მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში “რესპუბლიკელები” საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით