სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე: ის იყო სულიერი ლიდერი, რომლის ცხოვრება მიძღვნილი იყო ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებისთვის

უკრაინის ეკლესია საქართველოს ეკლესიას ილია მეორის გარდაცვალებას უსამძიმრებს – განცხადება კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გაავრცელა:
💬 “მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, -ის მარადისობაში გარდასვლის შესახებ – ის იყო სულიერი ლიდერი, რომლის ცხოვრება მიძღვნილი იყო ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებისთვის.
მისი მრავალწლიანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში იგი რჩებოდა სულიერ ორიენტირად მრავალი მორწმუნისთვის, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცების, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებისა და საზოგადოების სულიერი აღდგენისათვის სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.
ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია ისიც, რომ მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან შეჭრას განიცდის.
პატრიარქ -ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მსახურება შთააგონებდა მრავალ ადამიანს, ეხმარებოდა მათ განსაცდელების გადალახვასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით, რუს დამპყრობელთა მიერ წამოწყებული ომების პერიოდში.
გულითადად ვუსამძიმრებ ეპისკოპატს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, ასევე ქართველ ერს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო.
ვლოცულობთ, რათა ჩვენმა ზეციურმა მამამ თავისი მსახური ზეციურ სამყოფელში მიიღოს.
დაე, უფალმა დაამკვიდროს ახლადშესვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სული თავის სასუფეველში, ხოლო ყველას, ვინც მის დანაკარგს გლოვობს, მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა. მარადიული და ნათელი ხსოვნა მას!” [ტაბულას თარგმანი] | წერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე
🔻 ილია მეორე 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას