,,სრულიად ამაზრზენია ნაცების რეაქცია ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე“ – ირაკლი კაკაბაძე

მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,სრულიად ამაზრზენია ნაცების რეაქცია ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე. ეს ელემენტარული ადამიანური ნორმების უგულებელყოფა მაიძულებს ვიფიქრო, რომ ამ სიძულვილით სავსე არსებებთან ერთად არასდროს, არსად არ დავდგები. ამ ადამიანებს ისიც არ ახსოვთ, რომ მათი მანიაკი ბელადის 1999 წლის საარჩევნო კამპანიის უფროსი იყო ლევანი. და მერე, 2008 წელს თბილისში პირწმინდად დაამარცხა. ალბათ ამიტომ არიან ასე გაბოროტებულები ეს პირუტყვები. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი სიძულვილის ფრქვევა ადამიანობის დაკარგვის ტოლფასია. მე ევროპის მომხრე ვარ და უკრაინის მომხრეც – მაგრამ ეს პირუტყვები საერთოდ რისი მომხრეები უნდა იყვნენ? რა ფასი აქვს მათს ნებისმიერ ქმედებას, როდესაც ელემენტარულ ემფატიას ვერ ავლენენ და ღირსების ნატამალიც არ შერჩენიათ. უცოდველი ვინც არის, პირველი ქვა მან ესროლოსო – მარტივი სახარებისეული ფრაზაა. მითუმეტეს, ახლახანს გარდაცვლილ ადამიანზე ასეთების წერა ყველა ზღვარს გადადის. მოღალატეობაზე როგორ შეიძლება ბევრს ლაპარაკობდნენ ედუარდ შევარდნაძის იუსტიციის მინისტრის და იური ანდროპოვის კგბ-ს წამყვანი გენერლის, თემურა ალასანიას ექსტრემისტული პარტიის წევრებს. ნაცებით ცხოვრობენ ქოცები – თემურა აცოცხლებს ბიძინას. და პირიქით. ვაი ჩვენს თავს. უბედურებაა ეს.“