სროლა სოხუმში: დე ფაქტო პარლამენტის ერთი “დეპუტატი” დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა იყო. მოკლეს “დეპუტატი” ვახტანგ გოლანძია, დაიჭრა ოპოზიციონერი კან კვარჩია.
ტელეგრამ-არხი AMRA-life წერს, რომ “პარლამენტში” მაინინგის შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა.
„შეხვედრისას ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და (კანს) ესროლა. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა“, – წერს გამოცემა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მივიდა. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა