სროლა ოკუპირებულ ცხინვალში | “ექსპრეზიდენტ” ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს გამოქვეყნდა: 1 საათის წინ

სროლა ოკუპირებულ ცხინვალში – დღეს, დაახლოებით 2 საათისკენ მე-12 სკოლის წინ, “ექსპრეზიდენტ” ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს.
სერგო და ლევა კაბისოვები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა სროლაში მონაწილე პირების უმოკლეს ვადაში გამოვლენისა და დაკავების ბრძანება გასცა.
ტელეგრამ არხებით გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეა “პრეზიდენტის” ძმა, ალიკ გაგლოევი.
წყარო: “მთავარი არხი”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ