სროლა იყო ბათუმის ცენტრში მდებარე რესტორანში, სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც

ბათუმში ცენტრში, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მიმდებარედ „გრილ რესტორანში“ სროლა იყო. სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. მიმდებარე ადგილიდან გადაღებული ფოტოები რადიო თავისუფლებას თვითმხილველმა მიაწოდა.
სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები. გადაღებულ ვიდეოკადრში ჩანს იატაკზე პირქვე უძრავად მწოლიარე კაცი, რომელსაც სისხლის კვალი ეტყობა. მას, სავარაუდოდ, სასიკვდილო ტყვია მოხვდა.
რესტორნის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას სპეციალური, ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
რადიო თავისუფლება დეტალებს არკვევს შინაგან საქმეთა სამინისტროში. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პოლონელი ევროპარლამენტარი – როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? – ამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტის აღდგენაა, შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება