სპორტული კომენტატორის, ალექსანდრე ცნობილაძის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ის ჩხრეკის პროცესს ესწრება.
ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე არიან მის სახლში სამართალდამცველები შესულები.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს არკვევს.
