სპეცრაზმმა სპეცტექნიკის გამოყენებით დაიწყო აქციის დარბევა – ამჯერად, უკვე რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზეც.
შსს ირწმუნება, რომ აქცია მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს გასცდა.
დარბევაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და ძალოვნები მონაწილეობენ, ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე. სპეცრაზმი ფიზიკური ძალის გამოყენებით აკავებს მოქალაქეებს.