სპეცრაზმმა თითქმის სრულად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ პარლამენტის წინა პერიმეტრი – რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი.
ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ.
სპეცდანიშნულების რაზმი ქაშვეთის ტაძართან განლაგდა, სადაც კორდონი გააკეთეს. სპეცრაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ავტომობილებში მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები