სპეცრაზმმა აქციის დაშლა კვლავ დაიწყო – იყენებენ ცრემლსადენ გაზს

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა განაახლა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
აქციის დარბევის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.
პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
პოლიციამ აქციაზე არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, საპროტესტო აქციაზე დააკავეს ენმ-ის თავმჯდომარე ც, რომელსაც პოლიციამ სასტიკად სცემა.
ადგილზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია.