სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს და ე.წ. გაზის კაფსულებს, ასევე, ე.წ. წიწაკის სპრეის. მანამდე იყო გაფრთხილება მომიტინგეების მისამართით, რომ დაშლილიყვნენ.
პარალელურად, დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას სპეციალური დანიშნულების რაზმის წინააღმდეგ.
მომიტინგეებმა ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის მიმდებარე მონაკვეთზე სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციებისგან აღმართეს ბარიკადებიც, ასევე წაუკიდეს ცეცხლი ადგილზე არსებულ ნაგვის ურნებს.




