სპეცრაზმის უფროსი ჟურნალისტს: მე ვცემ არაკაცებს, სია გვაქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსათურებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი ტელეკომპანაი „პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის არაკაცებს სცემს, რომელთა სიაც აქვს:
„მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, ეხლა გაჩვენებ ცოტა ხანში[…] რა უნდა დამასანქცირონ გოგო, გაწიე კამერა“ — უთხრა ზარაზიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“.
„მთავარი არხის“ გავრცელებულ კადრებში კი ისმის, რომ სპეცრაზმის უფროსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს ემუქრება და აგინებს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე სპეცრაზმელები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ენმ-ის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილსა და აქტივისტ დავით ქაცარავას.
მათი ცემისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური.
„ხარება“ იმყოფებოდა 16 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზეც, სადაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი დარბევა სპეცრაზმმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ „ხარებას“ სახელის სკანდირება და მისი მისამართით გინება დაიწყეს.
თუმცა „ხარებას“ სახელი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უკავშირდება. როგორც შს მინისტრი ვახტან გომელაური ამბობს, „ხარება“ ძალოვან უწყებებში თითქმის 30 წელია მუშაობს. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცრაზმში იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კი „ხარება“ სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ-ი) სპეცრაზმში იყო. ის მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციაში, სადაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.