ექიმმა გიორგი კავკასიძემ გადაცემა “რეაციაში“ , თქვა:
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადგილი აქვს შეთქმულებას, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ შსს, სუსი და ჯანდაცვის სამინისტრო. იმიტომაც არის, რომ რა გამოიყენეს არ ამბობენ და ასევე, არ აღირიცხებოდა მიმართვიანობა. ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დროს აღირიცხება რამდენმა მიმართა სამედიცინოდ ახმარებას, რა ტრავმები, სიმპტომები ჰქონდათ და ა.შ. მე ვარ 9 არპილის მონაილე, იქ ვიყავი, როცა გავეშებული რუსები, ნიჩბებით წამოვიდნენ და ასხამდნენ რაღაცას. მთელმა მსოფლიომ გაიგო ამის შესახებ, იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავდა კარგი ჯანდაცვის მინისტრი და დიდი არმია ექიმების, რომლებმაც აღნუსხეს ყველაფერი, დაადასტურეს დოკუმენტურად და ამცნეს მსოფლიოს. დღევანდელი სამინისტრო მუშაობს, რომ დაფაროს დანაშაულის კვალი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. მაშინდელმა ექიმებმა, ჩაკეტილობის პირობებში, მსოფლიოს გააგებინეს, რომ თავს რუსის ჯარი დაესხათ, დღეს რას ვხედავთ, საქართველოში, მომიტინგეებს თავს დაესხა სპეცრაზმი და მათი დანაშაულის კვალს სწორედ ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს, ეს კატასტროფაა.
მისივე თქმით, იმ კოდების ქვეშ არსებული ნივთიერებები, რომლეიც აქციების დაშლისას გამოიყენეს, აკრძალულია და მხოლო ქიმიურ ინდუსტრიაში გამოიყენება, მისი გამოყენება ხალხის დაშლის თვალსაზრისით კატეგირიულად აკრძალულია.




