სპეცრაზმელებმა პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებს სცემეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა პუბლიკას ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს და ტაბულას ჟურნალისტს გიორგი ბადრიძეს სცემეს.
გამოცემა პუბლიკა წერს, რომ პოლიციელებმა ალექსანდრე ქეშელაშვილს პროცესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს. ქეშელაშვილის ცნობით, პოლიციამ მას წაართვა ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.
ტაბულა წერს, რომ მათ ჟურნალისტს გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პირადი მობილური წაართვეს, როცა ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა.
ამ წუთებში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არის მობილიზებული.
ადგილზე ამ დრომდე რჩება სპეცრაზმი.