სპეცოპერაცია Holiday Inn-ში – რა მოხდა სასტუმროში?

სპეცოპერაცია Holiday Inn-ში – რა მოხდა სასტუმროში?
სპეციალური დანიშნულების რაზმის, პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზებაა ამ წუთებში თბილისში, სასტუმროში Holiday Inn-ში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასტუმროში გასროლის ხმა იყო.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც სავარაუდოდ სასტუმროს დამსვენებელია, იარაღით იმუქრებოდა.
ამ დროსითვის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ის შენობიდან გამოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.