სპეცოპერაცია თბილისში – ამ წუთებში დოლიძის 48 ნომერში, სავარაუდოდ, ფინანსური პოლიციაა შესული.
საგამოძიებო მოქმედებები “სტარ აიტის” აკადემიაში მიმდინარეობს. რას ეძებენ ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ შენობაში უკანონო, ე.წ. ქოლ ცენტრი ფუნქციონრებს.
როგორც ადგილიდან “პირველების” კორესპონდენტი იტყობინება, შენობაში უკვე რამდენიმე საათია ნიღბიანები გადაადგილდებიან.
“პირველებმა” გამოკითხა ახლომდებარე პერიმეტრზე დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ “სტარ აიტის” აკადემიაში ადრეც ბევრჯერ იყო მისული პოლიცია. ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ აღნიშნულ ოფისში ძირითადად რუსები არიან დასაქმებულები.
მათივე განცხადებით, არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ “სტარ აიტის” შენობაში შესაძლოა “ქოლ ცენტრი” ფუნქციონირებდეს.
ბევრჯერ იყვნენ მოსულები, როგორც იყო ადრე ნათქვამი “ქოლცენტრი” იყო განთავსებულიო. სულ ახალგაზრდა რუსი გოგო-ბიჭები დადიან ოფისში, აიტიშნიკები, ხან მანქანით მიჰყვათ-მოჰყვათ. ვერსია ტავიდანვე ასე ითქვა, რომ “ქოლ-ცენტრია” ადგილზე განთავსებულიო”, – ამბობს ადგილობრივი.
ოფიციალური ინფორმაციით, “სტარ აიტის” აკადემია აიტი მომსახურებას გასცემს და ამ მიმართულებით მუშაობს.