სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლით მიმდინარეობს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს”, – ნათქვამია განცხადებაში.