სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად ბეჟან ობგაიძე დანიშნეს

,,ოცნების” იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად ბეჟან ობგაიძე დანიშნა, რომელიც 2 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ დაინიშნა.
მანამდე, ობგაიძეს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა.