სპეციალური დანიშნულების რაზმი კვლავ რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების დაშლას ცდილობს და იყენებს სპეციალურ საშუალებებს

სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლას ცდილობს.
ცოტა ხნის წინ, სპეცდანიშნულების რაზმა დიდი რაოდენობით ე.წ.გაზის კაფსულა გაუშვა.
სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების მიერ გამაგრებულ ხელოვნურ ბარიკადებსაც შლის.
აქციის მონაწილეები ცდილობენ კვამლს და სუნს თავი აარიდონ, ამიტომ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე ინაცვლებენ, ნაწილი რუსთაველის მეტროსკენ მიემართება. აქიის მონაწილეების ნაწილი კი რჩება ოპერისა და ბალეტის თეატრთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას