მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში სუპერლიგაზე კიდევ უფრო ბევრს საუბრობენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ, ევროსასამართლოს გამოიტანა განაჩენი, რომ ფიფამ და უეფამ 2021 წელს სუპერლიგის ფორმატის შექმნის დაბლოკვით კანონი დაარღვიეს.
ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა. მისი თქმით, ეს საგანგაშოა და საფეხბურთო სამყარომ სუპერლიგის შექმნა არ უნდა დაუშვას.
“ჩვენ ნამდვილ ვკარგავთ ძველ, ოქროს ტრადიციებს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა. მათ არ ესმით, რომ ხალხი ყოველთვის ნამდვილ ფეხბურთს ირჩევს.
ადამიანებს, ოცნებები უნდა ჰქონდეთ. არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ პატარა
გუნდი დიდი გუნდის დამარცხებას ვერ მოახერხებს”, – განაცხადა სპალეტიმ RAI-სთან ინტერვიუში.