სპალეტიმ პოლიტანოს უგანა – ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 30 ფეხბურთელია, საბოლოო სიას კი 4 ივნისს, თურქეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გამოაცხადებს.
სპალეტიმ თავისი ყოფილი გუნდიდან, “ნაპოლიდან” სამ ფეხბურთელს უხმო (მერეტი, დი ლორენცო, რასპადორი), აგრეთვე ნეაპოლური კლუბიდან “ვერონაში” განათხოვრებულ ფოლორუნშოს, მატეო პოლიტანო კი განაცხადს მიღმა დატოვა. პოლიტანომ შესარჩევი ტურნირის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ სპალეტიმ მისი ევრო 2024-ზე წაყვანა საჭიროდ არ მიიჩნია.
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი, ალესანდრო ბასტონი, მატეო
დარმიანი, ფედერიკო დიმარკო (ყველა ინტერი), რაულ ბელანოვა, ალესანდრო ბონჯორნო (ორივე ტორინო), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ანდრეა კამბიასო (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა, დავიდე ფრატეზი (ორივე ინტერი), ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (ორივე რომა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), ჟორჟინიო (არსენალი), სამუელე რიჩი (ტორინო)
თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო)