“RESPUBLICA-ს” ინფორმაციით, სოხუმში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა, სამხედრო ტექნიკა დამოუკიდებლად მოაწესრიგეს და დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დაუბრუნეს.
აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დე ფაქტო სამთავრობო შენობის წინ იყო განთავსებული. სწორედ ერთ-ერთი სატვირთოთი შეანგრიეს ღობე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.