სოხუმში კონსტიტუციის შეცვლას ითხოვენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ოპოზიციონერებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა საკონსტიტუციო რეფორმის გატარება მოითხოვა. აღნიშნული “რეფორმების მანიფესტი” გამოქვეყნდა ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე.
ს რესპუბლიკის 1994 წლის კონსტიტუცია ქვეყნისთვის რთულ პერიოდში მიიღეს და მან საშუალება მოგვცა, ღირსეულად გაგვევლო ეს პერიოდი. თუმცა, რეალობა შეიცვალა. ჩვენი ძირითადი კანონი აღარ პასუხობს თანამედროვე აფხაზეთის წინაშე არსებულ გამოწვევებს და საჭიროებს სასწრაფო კორექტირებას,” – წერია ტელეგრამ არხზე.
“რეფორმების მანიფესტში” განხილულია შემდეგი პუნქტები:
· საპარლამენტო სთვის შერეული (პროპორციული) საარჩევნო სისტემის კონსოლიდაცია;
· ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გადანაწილება შერეულ (საპარლამენტო-საპრეზიდენტო) მმართველობის ფორმაზე გადასასვლელად, სადაც პარლამენტს მთავარი როლი აქვს მთავრობის საქმიანობის ფორმირებასა და კონტროლში;
· სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება სასამართლო ხელისუფლების ფორმირების პროცედურის რეფორმით, რომელიც განსაზღვრავს ამ პრინციპის განხორციელების უზრუნველყოფას;
· განახორციელოს ადგილობრივი საჯარო ხელისუფლების რეფორმა რაიონისა და ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების არჩევის პროცედურის დაწესებით;
· შექმნას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ტელევიზია საზოგადოების ავტორიტეტული და მიუკერძოებელი წარმომადგენლებისგან ჩამოყალიბებული საბჭოთი.
“საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანას საკონსტიტუციო რეფორმების გარეშე საჭირო შედეგებს ვერ მოუტანს,” – წერს ტელეგრამ არხი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, სახალხო კრებამ ახალი არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტის გადადგომის დღიდან არაუგვიანეს 15 დღის შემდეგ. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.
რაც შეეხება კენჭისყრას, უნდა ჩატარდეს უფლებამოსილების შეწყვეტიდან სამი თვის განმავლობაში.
დე ფაქტო რესპუბლიკის კომისიაში აღნიშნეს, რომ ვადამდელი გადადგომის გარეშე, ბჟანიას “საპრეზიდენტო ხუთწლიანი ვადის ამოწურვის გამო, სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები 2025 წლის 23 იანვრიდან 23 მარტამდე ჩატარდებოდა.”
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს.