სოხუმი აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს

სოხუმის ცნობით, ინფორმაციული სესია, რომელიც თავისუფალი გადაადგილების თემას მიეძღვნა, 25 ივნისს ჟენევაში, კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდის პირველი სამუშაო დღის ფარგლებში, აფხაზური მხარის ინიციატივით გაიმართა.
როგორც ს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, სესიის განმავლობაში მონაწილეებს, საერთაშორისო სამართალსა და არსებულ პრეცედენტებზე დაყრდნობით, წარედგინა საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ეხება თავისუფალი გადაადგილების უფლების განხორციელებას.
“აფხაზურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საჭიროა გზების პოვნა, რათა მოქალაქეებს მიეცეთ გადაადგილების უფლების რეალიზების შესაძლებლობა ს ეროვნული პასპორტების საფუძველზე”.
ჟენევაში მიმდინარე კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდში მონაწილეობენ: დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, საქართველოს, ს ფედერაციისა და -ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები (გაერო, ეუთო და ევროკავშირი).

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი