სოხუმის ცნობით, კოდორის ხეობამდე მისასვლელი გვირაბის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

აფხაზური მედიის ცნობით, ბადრა გუნბა [აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი] კოდორის ხეობას ესტუმრა, გვირაბისა და გზის მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
გვირაბი ერთადერთი გზაა, რომლითაც ხეობაში შესვლა შესაძლებელია.
აფხაზური მხარის ინფორმაციითვე, ამჟამად გვირაბი ავარიულ მდგომარეობაშია – ის 60 წელზე მეტია არ შეკეთებულა, თუმცა 2023 წელს მოწვეულ იყვნენ რუსი მშენებლები და მომზადდა გვირაბისა და ხიდის კაპიტალური რემონტის საპროექტო-საბიუჯეტო დოკუმენტაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა