სოჭიდან ოკუპირებილ სოხუმში ელექტრომატარებელმა საცდელი რეისი განახორციელა

რუსეთის ქალაქ სოჭიდან ოკუპირებილი ს ქალაქ სოხუმში ელექტრომატარებელმა საცდელი რეისი შეასრულა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეგულარული რეისები, სავარაუდოდ, 1-ელ მაისს დაიწყება.
აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯასნუჰ ნანბამ მადლობა გადაუხადა „რუს კოლეგებს“ და განაცხადა, რომ წინა ორი საცდელი რეისის დროს გამოვლენილი ხარვეზები გამოსწორდა და ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ მზადაა რეგულარული მიმოსვლის დასაწყებად.
„ეს არის კომფორტი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, კომფორტი სტუმრებისა და ტურისტებისთვის, რომლებიც აპირებენ აფხაზეთში ჩამოსვლას. ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ ამ მოვლენით,“ – განაცხადა ნანბამ.
ცნობისთვის, ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ სოჭი-გაგრას მარშრუტზე 2023 წლის 8 ივნისიდან მოძრაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და რა გავითვალისწინოთ? ჩვენ არაფერი გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული