სოციალური ქსელი: ფრთხილად – სავარაუდო ქურდი

❗️ფრთხილად – სავარაუდო ქურდი,
სახლიდან გასასვლელად ვემზადებოდი, როცა ვიღაცამ კარი ჯერ ნელა შემოაღო, თითქოს ვერავინ რო ვერ დაინახა მერე სწრაფად დააპირა სახლში შემოსვლა. ჩემი პატარა ძმა მეგონა და თავიდან ხმა არ ამომიღია არ შევაშინოთქო, მაგრამ როგორც კი კარი გაიღო ამ პირმა დააპირა შემოსვლა. კართან შევეჩეხე. შეიძლება შემოვიდეო? არა რა თქმა უნდა, გადი-მეთქი. მაშინვე მიბრუნდა კაპიშონი გადაიფარა და სწრაფი ნაბიჯებით დააპირა ეზოდან გასვლა. რამდენჯერმე ვკითხე – ვინ ხარ? აქ რა გინდა-მეთქი? უბნის ინსპექტორი ვარო, ისე მომაძახა უკან არც მოუხედავს. შემოვბრუნდი, მობილური ავიღე და ეზოს არკაში გავედი. სახე მაინც დავაფიქსირე. რომ დამინახა ვუღებდი გზაზე გადავიდა გადმოვიდა და მერე მაჩაბლის ქუჩას სწრაფად ჩაუყვა.
დღეს, სავარაუდოდ, სახლების გასაქურდად დადიოდა სოლოლაკში. იყავით ფრთხილად❗️ დაკეტეთ კარი და ამ ადამიანს რომ დაინახავთ, ყოველი შემთხვევისთვის იფრთხილეთ” – წერს ნინა მაჩაბელი სოციალურ ქსელში