– უსამართლობა მალე დასრულდება და სასამართლო თავის სახელს დაიბრუნებს

უსამართლობა მალე დასრულდება და სასამართლო თავის სახელს დაიბრუნებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, სასამარლოში მივიდნენ ახალგაზრდების სოლიდარობისთვის და არა იმის იმედით, რომ მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ჯაფარიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ტყვეებად აყვანით სიმართლის ხმას ჩაახშობს.
“ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდები აიყვანოს ტყვეობაში და ფიქრობს, რომ ამით სიმართლის ხმას ჩაახშობს. სინამდვილეში, თავისივე გაბმულ მახეში იხლართება, საიდანაც ვეღარ გამოვა და ძალიან მალე უსამართლობა დასრულდება და შენობას, რომელსაც ადრე სასამართლო ერქვა, ისევ დაერქმევა სასამართლო, რადგან ახლა შენობაში ყველაფერია, გარდა სამართლისა. ჩვენ აქ დავდივართ მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ახალგაზრდებს, არა იმიტომ, რომ რაღაცის იმედი გვაქვს, თითქოს მოსამართლეები მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს