სასამართლოში დაიბარეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სასამართლოში დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათი ცნობით, ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
როგორც სოფო ჯაფარიძე ამბობს, მისი პროცესი საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალსაა ჩანიშნული.
„2 დღის წინ დამირეკეს, დამიბარეს, დამატებითი კითხვაც არ გამჩენია, ეს არის მორიგი ცირკი, რასაც ყოველდღე ვუყურებთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვერც სასამართლოთი და ვერც ვერაფრით, რადგან ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“, -განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება