სოფო ჯაფარიძე – პროდასავლური ოპოზიცია არის ერთიანი დღეს, როდესაც თვითმარქვია ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, ჩვენს წარსულს და მომავალს

დღეს პროდასავლური ოპოზიცია არის ერთიანი, დღეს, როდესაც თვითმარქვია ხელისუფლებამ, ე.წ. ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, ჩვენს წარსულს და ჩვენს მომავალს, ფაქტობრივად კონსტიტუციური გადატრიალებას მოაწერა ხელი , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძე მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე გასვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებს.
„დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, დავდგეთ ერთად, დავდგეთ რუსთაველის გამზირზე, სადაც იმყოფებიან ჩვენი გაბრაზებული მოქალაქეები, რომლებიც არასდროს დაუშვებენ ჩვენი ქვეყნის გარუსებას. დიახ, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რადგან ამ ქვეყანაში არ შედგა. უნდა შევუერთდეთ პროტესტს, უნდა ვიდგეთ ერთად. აქ იქნებიან პოლიტიკოსებიც, სამოქალაქო საზოგადოებაც, ქართველი ხალხიც – ყველა უნდა ვიყოთ ერთად. ვინც ახლა ტელევიზორებთანაა – გამოდით გარეთ, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რადგან დღეს თვითმარქვია ხელისუფლებამ ღიად, დაუფარავად ევროინტეგრაციაზე უარი თქვა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ერთად უნდა დავდგეთ. ყველა [პოლიტიკური პარტია] ერთად ვართ და რუსთაველზეც ერთად ვიქნებით“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ