სოფო ჯაფარიძე – ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში – მივმართავ პრეზიდენტს, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან

ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს – ნუ დაამახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრობიდან, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, .
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ს პირადი მტერი იყო და ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერიც ვლადიმერ პუტინია.
„დღეს, ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში. ნავალნის პირადი მტერი იყო ვლადიმერ პუტინი და ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერია პუტინი. თავად ს დიქტატორ მმართველს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სამხედრო დამნაშავედ აღიარებულ პუტინს არაერთხელ გაუვლია პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ის არაერთხელ დამუქრებია მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური განადგურებით, უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხეებში შემთხვევით არ კვდებიან. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონო სალომე – ნუ დაამახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან. კიდევ ერთხელ გეტყვით, ნუ დაამახინჯებთ და ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ