სოფო ჯაფარიძე – ვემზადებით გამარჯვებისთვის, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ სიღარიბეს, უმუშევრობას, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ხალხის გადინებას ქვეყნიდან და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე

ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ სიღარიბეს, უმუშევრობას, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ხალხის გადინებას ქვეყნიდან და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე, ერთად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ააშენა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სამგორში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 12 წელია „ქართული ოცნება“ ანგრევს იმას, რაც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა.
„გრძელდება ჩვენი შეხვედრები თბილისის მოსახლეობასთან, ამჯერად ვიმყოფებით სამგორში და წარმოუდგენელი განწყობაა – ხალხი არის გამარჯვებისთვის მზად, ხალხი მზადაა, რომ ბოლომდე იბრძოლოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს უმძიმესი მდგომარეობა, რაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხია. ვისმენთ უამრავი პრობლემის შესახებ. ეს ადამიანები არიან უმუშევრები, ვინც მუშაობს, აქვს ძალიან დაბალი ანაზღაურება. თბილისი დაცლილია, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ემიგრაციაშია წასული, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამდენი პრობლემის მიუხედავად, განწყობა არის ერთმნიშვნელოვნად ამაღლებული. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ სიღარიბეს, უმუშევრობას, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ხალხის გადინებას ქვეყნიდან და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე, ერთად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ააშენა.
12 წელია „ქართული ოცნება“ აკეთებს მხოლოდ ერთს: ანგრევს იმას, რაც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად. ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად, 26 ოქტომბერს, ამ საოცარ ხალხთან ერთად ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს