სოფო ჯაფარიძე – ერთობა არის ის გამარჯვების გასაღები, რაც გარდაუვალ გამარჯვებამდე მიგვიყვანს – ვიზიარებთ პრეზიდენტის გამოსვლას, საბოლოო გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ს სამოქმედო გეგმის, „ქართული ქარტიის”ყველა პუნქტს დეტალურად გაივლიან პარტიაში და მოგვიანებით გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას შეუერთდებიან თუ არა სამოქმედო გეგმას.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს იზიარებს, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა.
“ერთობა არის ის გამარჯვების გასაღები, რაც გარდაუვალ გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი მოვისმინეთ, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ცხადია, ვიზიარებთ დღევანდელ გამოსვლას. საბოლოო გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ყველა პუნქტს დეტალურად გავივლით”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია“ წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მასზე შეჯერებას სთავაზობს.