სოფო ჯაფარიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა, – ამის შესახებ ს პირადმა წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს მათი პარტნიორებისგან და მიუხედავად მისი უკანონო პოლიტიკური პატიმრობისა, ის მიწვეული იყო EPP-ის კონგრესზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკური გაერთიანების კონგრესზე მიწვეული იყო პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც მან თანაპარტიელებს მიულოცა ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის