სოფო ჯაფარიძე და ექიმების გუნდი სოფელ რუხში მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციებს უწევენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ს წარმომადგენელი, , მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფთან ერთად, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ რუხში იმყოფება და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს. ინფორმაციას ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ის თავად უზრუნველყოფს, რომ ენგურის ხიდს მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან მას და ექიმების ჯგუფს მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ.
“ხედავთ, რომ დან გადმოდიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დღეს ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი გვერდით დგომა. იცით, რომ ს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალიან მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია . ასევე, ენგურს მიღმა საქართველოს მოქალაქეები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. დღევანდელი დღით არ დასრულდება ჩვენი აქცია. მე უზრუნველვყოფ, რომ მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია იყოს ჩვენს ექიმებსა და მათ შორის, რადგან ეს მათ ძალიან სჭირდებათ. დღეს ვართ ჩვენ აქ და მთელი დღის განმავლობაში უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ”, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა