სოფო ჯაფარიძე – ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ქართველი ხალხი მოპოვებულ გამარჯვებას არ დაიბრუნებს

ხელისუფლება ძალიან შეშინებულია, მათ ყველაზე მეტად ქართველი ხალხის ეშინიათ, გამარჯვებული ქართველი ხალხის, რომლებსაც ხმები მოპარეს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ქართველი ხალხი მოპოვებულ გამარჯვებას არ დაიბრუნებს.
„ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ თსუ „ხარებასა“ და მისი დაჯგუფების შტაბად აქცია – თსუ, რომელიც დაკეტილია სტუდენტებისთვის. სწორედ მაქედან დაიწყება ჩვენი ქვეყნის სგან გათავისუფლება. გაგვიშვებენ ერთი ადგილიდან? გადავალთ მეორე ლოკაციაზე და ასე გაგრძელდება! ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ ხელახალი ს ჩატარებას არ მოვიპოვებთ.
ჩვენ აუცილებლად მოპოვებულ გამარჯვებას დავიბრუნებთ.
ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ეშინია. ზუსტად იცის, რომ ძალა სწორედ ამ ხალხშია და საპროტესტო ტალღა სულ უფრო და უფრო გაიზრდება და საბოლოოდ მას უკან დახევა მოუწევს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ