სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკითხია და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ვაჭრობის შესაძლებლობები და პოტენციალი საკმაოდ დიდია საქართველოსა და სომხეთს შორის.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის მიმართულებითაც არის რიგი საკითხები, რომელიც შეგვიძლია, რომ ერთიანი რეგიონის ნაწილში ვიმსჯელოთ, ერთობლივად ვიმუშაოთ და თავისთავად ცხადია, ერთობლივი კონსენსუსის შედეგად გადავიწყვიტეთ. აგრეთვე არსებობს პრაქტიკები, რომლებიც შეგვიძლია, გავუზიაროთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საკმაოდ აქტუალური და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…