სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – 26 მაისს იქნება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები, მაგრამ არა სცენიდან ყაყანი, თუმცა არც უსცენობა, იქნება პოზიტიური სიურპრიზები, “შევარდნას”, “მივარდნას” არ უნდა ველოდოთ – იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, ნახავთ განსხვავებულ ამბებს