სოფელ ნაკრასთან ეძებენ უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმისას გაუჩინარებულ კაცს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ადგილიდან, სოფელ ნაკრას შესასვლელთ პოლიცია დგას. ადგილობრივების ცნობით, პოლიციამ 5 იანვარს ადგილზე ჩხრეკაც ჩაატარა, მათივე ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.
არსებული ინფორმაციით, ს მოქალაქე ცოლ-ქმარს, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ადგილზე ნანახია ავტომობილი, ქალი კი პოლიციის განყოფილებში გადაიყვანეს. მისი ქმრის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.
ამჟამად ადგილზე აღარ არის, სავარაუდო თავდამსხმელების კუთვნილი “სუბარუს” მარკის თეთრი ფერის ავტომობილი, რომელიც ნაკრას ცენტრში 5 იანვარს ადგილობრივებმა მიტოვებული ნახეს. მათ თქმით, ავტომობილი ადგილობრივების არ არის, რადგან სოფელში ყველამ იცის ვის რა ავტომობილი ჰყავს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილი პოლიციამ წაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბლოგერის ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე ს გაუჩინარებული მოქალაქის ვინაობასაც ასახელებენ, ირწმუნებიან, რომ ის 4-5 იანვრის ღამით გაიტაცეს.
“უცნობებმა გზა გადაუღობეს, იარაღით ემუქრებოდნენ და ვიქტორი წაიყვანეს თეთრი Subaru-თი თანმხლები ქალი კი გაუშვეს”, – ნათქვამი პოსტში.
რადიო თავისუფლება წყარო პოლიციიდან ეუბნება, რომ თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ არ ყოფილა ყაჩაღობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია