ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემა იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან 1,7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს,
დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.
მიმდინარე სამუშაოები თებერვალში დასრულდება.