სოფელ ზემო შაქშაქეთში ავარიულად დაზიანდა 1400 მმ-იანი წყალგამტარი, რის გამოც ტაშისკარის სარწყავ სისტემაში წყლის მიწოდება შეწყვეტილია – საქართველოს მელიორაცია

სოფელ ზემო შაქშაქეთში ავარიულად დაზიანდა 1400 მმ-იანი წყალგამტარი, რის გამოც ტაშისკარის სარწყავ სისტემაში წყლის მიწოდება შეწყვეტილია – საქართველოს მელიორაცია
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შაქშაქეთში ავარიულად დაზიანდა 1400 მმ-იანი წყალგამტარი, რის გამოც ტაშისკარის სარწყავ სისტემაში წყლის მიწოდება შეწყვეტილია – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
„სარწყავი წყალი არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: აბისი, ბერძენაული, ზემო და ქვემო შაქშაქეთი, კოდავარდისუბანი, მოხისი, თამარაშენი, ფცა, ქვენატკოცა, არადეთი, ბრეთი, საღოლაშენი, წვერი, ბებნისი, რუისი, ურბნისი.
ადგილზე მობილიზებულია „საქართველოს მელიორაციის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
დაზიანების მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამუშაოები ხვალ, 7 აგვისტოს, დღის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც სისტემაში სარწყავი წყალი გაეშვება“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ