სოფელ დვანში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საოკუპციო ხაზთან მდებარე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში 100 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა – ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.
შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
ბაღის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 2.2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ბაღის მშენებლობა უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას, ქმნის ღირსეულ და თანამედროვე გარემოს ადგილობრივი ბავშვებისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ