სოფელ გელათში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ

სოფელ გელათში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. აქციის მონაწილეები, რომლებიც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ამბობენ, რომ სიტყვიერად და ფიზიკურად მათ “ოცნების” ზონდერ-ჯგუფები დაუპირისპირდნენ.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მოძრაობა “მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის” წევრების ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი ირაკლი ნიშნიანიძეა, მაგრამ პოლიცია მისით არ დაინტერესებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს